უმცროსი შოკოლატერი
"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"შოკოტელა" პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის საავტორო შოკოლადს, ბონბონებსა და მრავალფეროვან შოკოლადის ნაწარმს.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს პროფესიულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და სურს შოკოლადის ხელოვნების დაუფლება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო სივრცისა და საჭირო ინვენტარის მომზადება საწარმოო პროცესის დაწყებამდე;
- სხვადასხვა სახეობის შოკოლადის ნაწარმის, ბონბონებისა და შიგთავსების მომზადება;
- პროდუქციის დამზადება დადგენილი რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შესაბამისად;
- პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- ნედლეულის მარაგების, ხარისხის, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლში მონაწილეობა;
- ნედლეულის რაციონალური გამოყენება და საწარმოო დანაკარგების მინიმიზაცია;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის, აღჭურვილობისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების შექმნასა და საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია პროფესიულ სამზარეულოში, საკონდიტროში ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
- რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით მუშაობის უნარი;
- ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა და მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სისუფთავისა და სამუშაო დისციპლინის მაღალი სტანდარტი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრანსპორტირებას;
- შოკოლადის წარმოების სპეციფიკური ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას;
- კვალიფიკაციისა და სამუშაო შედეგების შესაბამისად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: წავკისი, შოკოტელას საწარმო სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (5/2) სამუშაო საათები: 08:00-17:00 ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ ანაზღაურება: 1, 500-1, 800 ლარი ხელზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ: "უმცროსი შოკოლატერი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.