გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GZK42PNY გამოქვეყნდა 30 ოქტ 51 ნახვა

ექთნის თანაშემწე

შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" აცხადებს ვაკანსიას მარნეულში ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: მარნეული სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • დეზინფექციის ჩატარება (კონცენტრირებული ხსნარების დამზადების წესის ჩათვლით);
  • საჭიროების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;
  • ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება;
  • მანიპულაციების ჩატარების დროს ექთნის/ექიმის ასისტირება;
  • დაავადების მიმდინარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით ნაწოლების პრევენცია; დაინფიცირებული ჭრილობის, წყლულების, ნაწოლების მოვლა;
  • ბიოლოგიური სითხეების რეზერვუარების შეცვლა, უტილიზაცია;
  • საექთნო პროცესებში პასუხისმგებელი ექთნის დახმარება
  • სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირთან;
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირთან;
  • პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
  • პაციენტის კვების უზრუნველყოფა და კვების ჰიგიენის დაცვა;
  • პაციენტის გადაბარება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჩატარებული პროცედურების თაობაზე;
  • აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამოცდილების გარეშე;
  • აუცილებელია ჰქონდეს ექთნის დიპლომი, ან მიმდინარე ეტაპზე სწავლობდეს საექთნო მიმართულებით.

ცოდნა და უნარები

  • საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;
  • პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში;
  • გადაუდებელი დახმარების საფუძვლები;
  • მედიკამენტების გამოყენების, განზავებისა და შენახვის წესები;
  • ინფექციის კონტროლისა და პრევენციის წესები;
  • ერთჯერადი გამოყენების საგნების დანიშნულება და ჩამონათვალი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • ემპათიური;
  • კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა