7810 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GZP8A6EA გამოქვეყნდა 31 აგვ 2 ნახვა

წარმოების ხელმძღვანელი

G&A Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს მხოლოდ კვების მრეწველობაში წარმოების მართვის პრაქტიკული გამოცდილება და უშუალოდ უმართავს არანაკლებ 40 თანამშრომლისგან შემდგარი საწარმოო გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ყოველდღიური საწარმოო პროცესის სრული მართვა და კონტროლი;

** წარმოების გეგმის შედგენა, მისი დროული და სრული შესრულების უზრუნველყოფა;

** საწარმოო ხაზების, ცვლებისა და თანამშრომლების ეფექტიანი დატვირთვის დაგეგმვა;

** 40+ თანამშრომლისგან შემდგარი საწარმოო გუნდის მართვა, მათ შორის ცვლის უფროსებისა და ბრიგადირების კოორდინაცია;

** წარმოების მოცულობის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ძალის ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი;

** ნედლეულის ხარჯვის, დანაკარგებისა და ნარჩენების კონტროლი;

** პროდუქციის თვითღირებულებაზე მოქმედი საწარმოო ფაქტორების ანალიზი და ოპტიმიზაცია;

** ტექნოლოგიურ სამსახურთან ერთად რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;

** ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა;

** სანიტარიული, ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

** წარმოებაში შრომითი და ტექნოლოგიური დისციპლინის უზრუნველყოფა;

** საწარმოო პერსონალის მართვა, შეფასება, განვითარება და საჭირო რესურსის დაგეგმვა;

** ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია დანადგარების გამართული მუშაობისა და გეგმური ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად;

** საწარმოო მაჩვენებლების ყოველდღიური, კვირეული და თვიური ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება;

** წარმოების ეფექტიანობის ზრდისა და დანაკარგების შემცირების პროექტების ინიციირება და განხორციელება.

ძირითადი KPI-ები:

** საწარმოო გეგმის შესრულება;

** წარმოების პროდუქტიულობა — კგ/ადამიანი-საათი;

** ნედლეულის გამოსავლიანობა;

** დანაკარგებისა და ნარჩენების დონე;

** პროდუქციის წუნის მაჩვენებელი;

** წარმოების ერთეულზე შრომითი დანახარჯი;

** საწარმოო ხაზების ეფექტიანი დატვირთვა;

** შეკვეთების დროული შესრულება;

** საწარმოო დისციპლინა და გუნდის ეფექტიანობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვების მრეწველობის საწარმოო კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;

** არანაკლებ 40 თანამშრომლისგან შემდგარი საწარმოო გუნდის უშუალო მართვის გამოცდილება;

** კვების წარმოების ტექნოლოგიური და საოპერაციო პროცესების პრაქტიკული ცოდნა;

** საწარმოო დაგეგმვისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;

** პროდუქტიულობის, დანაკარგებისა და თვითღირებულების ანალიზის უნარი;

** წარმოებაში ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;

** ძლიერი მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები;

** Excel-ისა და საწარმოო ანგარიშგების სისტემებთან მუშაობის კარგი ცოდნა.

მნიშვნელოვანია: სხვა ინდუსტრიაში მიღებული საწარმოო გამოცდილება, კვების მრეწველობაში შესაბამისი ხელმძღვანელი გამოცდილების გარეშე, არ განიხილება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყინული ან ნახევარფაბრიკატი საკვები პროდუქტების წარმოებაში გამოცდილება;

** ხორცპროდუქტების, ცომეულის ან მსგავსი მასობრივი კვების წარმოების გამოცდილება;

** HACCP / ISO 22000 / FSSC 22000 სისტემებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;

** Lean Manufacturing, 5S, OEE ან სხვა საწარმოო ეფექტიანობის სისტემების ცოდნა.

ვეძებთ ხელმძღვანელს, რომელიც:

** იღებს სრულ პასუხისმგებლობას საწარმოო შედეგზე;

** შეუძლია 40+ კაციანი გუნდის ეფექტური მართვა და დისციპლინის უზრუნველყოფა;

** გადაწყვეტილებებს იღებს მონაცემებისა და KPI-ების საფუძველზე;

** პრობლემის დაფიქსირებასთან ერთად უზრუნველყოფს მის გადაწყვეტას;

** ორიენტირებულია პროდუქტიულობის ზრდაზე და დანაკარგების შემცირებაზე;

** შეუძლია წარმოების მოცულობის, ხარისხის, თვითღირებულებისა და ადამიანური რესურსის ერთიანად მართვა;

** პროდუქტიულად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ, ხარისხის, ტექნიკურ, საწყობისა და სხვა სამსახურებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციას სტაბილურ და განვითარებად კვების საწარმოო კომპანიაში;

** გადაწყვეტილებების მიღების რეალურ უფლებამოსილებას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

** შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დასაქმება: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ: წარმოების ხელმძღვანელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
G&A Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა