9,104 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H0ABQKTP გამოქვეყნდა 18 სექ 6 ნახვა

ჰერა 2011

ჰერა 2011

სამეანო დეპარტამენტის მელოგინეთა განყოფილების ექთანი

ჰერა 2011 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
₾11562 / თვეში ბოლო ვადა: 19 ოქტ

შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. "ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას სამეანო დეპარტამენტში მელოგინეთა განყოფილების ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო საათები: დაწყება 09:30 დასრულება 17:30 ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1156, 25 ლარი;

პოზიციის მიზანი:

მელოგინეთა განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის (მშობიარობის შემდგომი პერიოდი) კვალიფიციური, უსაფრთხო და სტანდარტებთან შესაბამისი საექთნო მომსახურების გაწევა, ექიმის დანიშნულებების შესრულება და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მელოგინეთა მდგომარეობის შეფასება და რეგულარული მონიტორინგი
  • ექიმის დანიშნულებების დროული და ზუსტი შესრულება;
  • მედიკამენტების მომზადება და ადმინისტრირება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და სრულად წარმოება;
  • განყოფილების უფროს ექთანთან და ექიმებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის დადგენილი წესებისა და პროცედურების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული სამედიცინო განათლება (საექთნო საქმე);
  • მოქმედი სერტიფიკატი
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშობიარო ან გინეკოლოგიურ განყოფილებაში;
  • კლინიკურ პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (სამედიცინო პროგრამა ჩაითვლება უპირატესობად).

პროფესიული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰერა 2011
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა