საწყობის თანამშრომელი
ვაკანსია - საწყობის თანამშრომელი / სორტერი
ვეძებთ საწყობის თანამშრომლებს დიღმის მასივში მდებარე საწყობისთვის.
სამუშაო მოიცავს ამანათების სკანირებას, დახარისხებას და შესაბამის ადგილებზე განაწილებას. მძიმე ტვირთთან მუშაობა საჭირო არ არის.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - დიღმის მასივი, თბილისი
- სამუშაო საათები - 14:00 - 19:00
- სამუშაო გრაფიკი - ყოველ მესამე დღეს
- ცვლის ხანგრძლივობა - 5 საათი
- ცვლის განმავლობაში გათვალისწინებულია 30 - წუთიანი შესვენება
- მუშაობა ხდება 2 - კაციან გუნდში
- ანაზღაურება - 450 ლარი ნეტი თვეში
ძირითადი მოვალეობები:
- ამანათების სკანირება
- ამანათების დახარისხება
- შესაბამის ზონებსა და ადგილებზე განაწილება
- სამუშაო პროცესში წესრიგისა და სიზუსტის დაცვა
- საჭირო ინფორმაციის სწორად დაფიქსირება
კანდიდატისგან გვჭირდება:
- პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
- პუნქტუალურობა
- სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი
- აღნიშნული გრაფიკით სტაბილურად მუშაობის შესაძლებლობა მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში
- საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით სხვა გუნდის წევრის ჩანაცვლების შესაძლებლობა
საწყობში, სორტირებაში, ლოჯისტიკაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.