8802 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H0VF6F6F გამოქვეყნდა 29 სექ 3 ნახვა

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი

საველე ფანდრაიზერი

თბილისი სტაჟირება სხვა
შესვლა და განაცხადი
₾600 / თვეში ბოლო ვადა: 20 ოქტ

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი) ანაზღაურება: ფიქსირებული - 600 ლარი (გადასახადების ჩათვლით) + ბონუსი შესრულების მიხედვით;

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები: - საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია; - შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია; - ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია; - ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

ჩვენ გეძებთ თუ: - ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა; - გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება; - ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული; - შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;

ჩვენ გთავაზობთ: - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას; - საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს; - პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას; - მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა