ოპერატორი
"ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ზოოჰაბი 2018 წლიდან წარმატებით ვითარდება საქართველოში, აერთიანებს 15-ზე მეტ ფილიალს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ცხოველების საკვებს, აქსესუარებსა და ზოო-ჰიგიენურ პროდუქტებს.
გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/zoohub/
მოვალეობები:
- პროგრამა Apex-ში მუშაობა და მონაცემების შეყვანა;
- ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა, მიღება, კონტროლი;
- პროგრამაში მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
- ოპერაციული მხარდაჭერა და რეპორტინგი;
- ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;
- საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები);
- RS.ge- ზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 სთ
- ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
- დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.