შესყიდვების სპეციალისტი
შპს "მედფარმა პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 76/ო. დგებუაძის 1. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე).
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
- არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა — შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
- არსებული გაყიდვების მონაცემების შეფასება და პროგნოზირება;
- ახალი მომწოდებლების მოძიება;
- სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
- შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით; შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომწოდებლების ბაზის წარმოება;
- ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
- კონკურენტების ფასებისა და შესაძლებლობების ანალიზი;
- მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური რეპორტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია ფარმაცევტული);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების კარგად ცოდნა (ინგლისური);
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პროცესების ორგანიზების უნარი;
- კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე.
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.