7849 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H1WK70YS გამოქვეყნდა 1 სექ 5 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

შპს ლინოვა ეჯენსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000–10000 / თვეში ბოლო ვადა:

გსურს, განვითარდე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში?

სააგენტო “LiNova” — საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) ამაყი წევრი აცხადებს მიღებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ არ ვითხოვთ ამ სფეროში მრავალწლიან გამოცდილებას. ჩვენ გთავაზობთ გარემოს, სადაც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლით საქმეს, მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილი გუნდის დახმარებით გახდებით ტოპ-გამყიდველი!

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (გრაფიკს და 2 დასვენების დღეს ირჩევთ თავად, თქვენი სურვილისამებრ);

შესვენება: 1 საათი;

ლოკაცია: თბილისი, წერეთლის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები: - უძრავი ქონების პორტალებზე პროდუქტის/განცხადებების მართვა და განთავსება; - კლიენტების მოთხოვნების ანალიზი, მათთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება; - შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაცია და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოება; - გარიგების დასკვნა და ხელშეკრულებების გაფორმება; - კომპანიის სამუშაო ბაზის მართვა და განახლება.

ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; - მიზანმიმართულობა და შედეგზე მაქსიმალური ორიენტაცია; - დროის მართვისა და დაგეგმვის ძლიერი უნარი; - ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.

მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);

რას გთავაზობთ: - მაღალი და მზარდი შემოსავალს: საშუალოდ 2000 -დან 10,000 ლარამდე (გაყიდვებიდან – 3%, გაქირავებიდან – 50%-დან 70%-მდე). გამოცდილების ზრდასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთის ზრდის რეალური პერსპექტივა; - კომფორტული სამუშაო პროცესს: უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას; - კორპორატიული მხარდაჭერას: ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა და კორპორატიული ნომერი ულიმიტო კომუნიკაციით (ყოველთვიურად განახლებადი).

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი"). ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შპს ლინოვა ეჯენსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა