← ყველა ვაკანსია

H23G622X გამოქვეყნდა 18 ნოე 11 ნახვა

ელექტრიკოსი

ას კონსტრაქშენი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომპანია ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. კომპანიის გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი". ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "პარკ ბულვარი".

შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის ზოგადი პროფილი

განიხილება კვალიფიციური და გამოცდილი ელექტრიკოსი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, ელექტრული სისტემებისა და მოწყობილობების მონტაჟზე, გამართულ ფუნქციონირებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე.

როლი მოითხოვს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ხარისხიან შესრულებას საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • ელექტროგაყვანილობის, საკაბელო ქსელებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი;
  • ელექტროგამანაწილებელი ფარების, ავტომატური ამომრთველებისა და სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი და მიერთება;
  • განათების სისტემების, ჩამრთველების, როზეტებისა და სხვა ელექტრო აქსესუარების მონტაჟი;
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • ელექტრული სისტემებისა და მოწყობილობების გამართულობის შემოწმება, გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესში ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები

  • ელექტროსქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • ელექტროსამონტაჟო ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების უნარი;
  • ელექტრული გაუმართაობების გამოვლენისა და აღმოფხვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების ელექტროსამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ელექტროსქემებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის ცოდნა;
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა;
  • ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და მასალების ცოდნა;
  • ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა.

კომპანიის შეთავაზება

  • მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა;
  • სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
  • პროფესიონალური და დინამიკური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა