8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H2632ZKE გამოქვეყნდა 25 აგვ 18 ნახვა

ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾1400–1700 / თვეში ბოლო ვადა:

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი (დღის ცვლები): კვირაში 40 საათი ანაზღაურება - საწყისი 1400 ლარი 6 თვის შემდეგ 1700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სამედიცინო განათლება (ექთნის/ლაბორანტის კვალიფიკაციით); - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; - საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები: - პაციენტისთვის, წინსაწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება; - პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, კაპილარული სისხლის აღება;

პროფესიული უნარ-ჩვევები - კომუნიკაბელური; - გუნდური მუშაობის უნარი; - სხარტი აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლიანი;

რას გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას - ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ“ მრჩეველის“ (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ „მრჩეველის“ მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამედიცინო ცენტრი მრჩეველი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის