7874 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H2T7722H გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სტაჟიორი ლოგისტიკის დეპარტამენტში

კაუკასუს აუტო გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში", ლოგისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ სტაჟიორს, რომლის მოვალეობებშიც შევა:

** საზღვაო დოკუმენტაციის კონტროლი: 1. მოთხოვნა/მიღება; 2. დეტალური შემოწმება; 3. საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება; 4. სწორი დოკუმენტაციის დადასტურება; ** კონტეინერების ტრანსპორტირების თარიღების შემოწმება; ** სისტემაში ინფორმაციის განახლება შესაბამის საზღვაო ხაზების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ** Microsoft Office-ში მუშაობის გამოცდილება ** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო საათები: 10:00-19:00 სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა! - https://caucasusauto.self.ge/s/F2vBv

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კაუკასუს აუტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა