8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H36DYD4K გამოქვეყნდა 21 სექ 11 ნახვა

CityPay.io

CityPay.io

ანაზღაურებადი სტაჟირება - Fintech და Crypto ინდუსტრიაში

CityPay.io გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

კომპანია "CityPay.io" აცხადებს 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მე-3-4 კურსის სტუდენტებისთვის, ახალი კურსდამთავრებულებისა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება Fintech და Crypto ინდუსტრიაში.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეალურ ბიზნეს პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, მიიღონ მენტორის მხარდაჭერა და რეგულარული უკუკავშირი, განივითარონ პროფესიული უნარები საერთაშორისო ბიზნეს გარემოში.

სტაჟირების პროგრამა ცხადდება ოთხი მიმართულებით:

  • TREASURY & FINANCE Team - Treasury Operations, Cash Flow Management, Payment & Crypto Operations, Financial Reporting, Reconciliation, Transaction Monitoring და Crypto/Fiat Fundamentals.
  • EXPANSION Team - Market Research, Market Entry Strategy, Regulatory Research, Business Development, Partnerships.
  • TECH Team - Software Development, QA, Data, Product, DevOps / Infrastructure, APIs, Databases, Testing და Blockchain Fundamentals.
  • MANAGEMENT Team - Business Operations, Strategic Planning, Project Management, Business Analysis, Performance Management, Reporting და Process Improvement.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე.

Subject-ში აუცილებელია მიუთითოთ მიმართულება, რომელშიც გსურთ სტაჟირების გავლა: TREASURY & FINANCE Team | EXPANSION Team | TECH Team | MANAGEMENT Team

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026.

სტაჟირების დასაწყისი: ნოემბერი

ვებგვერდი: https://personal.citypay.io/ge/ge

თითოეულ მონაწილეს ეყოლება მენტორი, ექნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, პრაქტიკული დავალებები, რეგულარული უკუკავშირი და პროგრესის შეფასება.

პროგრამის წარმატებით გავლისა და მაღალი შედეგების შემთხვევაში, კომპანიის ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, საუკეთესო მონაწილეები შესაძლოა განიხილებოდნენ CityPay.io-ს Junior / Entry-Level პოზიციებზე.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
CityPay.io
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა