პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

H37EPQV8 გამოქვეყნდა 5 ნოე 13 ნახვა

სტუდენტური სერვისების ცენტრის მენეჯერი

უნილეველი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური სერვისების ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სამსახური — სტუდენტური სერვისების ცენტრი უშუალო ხელმძღვანელი: სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4

ჩვენ შესახებ

უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.

პოზიციის მიზანი:

მენეჯერი წარმართავს სტუდენტური სერვისების ცენტრის საქმიანობას, ეხმარება სტუდენტებსა და სტუდენტურ ჯგუფებს ინიციატივების განხორციელებაში და ორგანიზებას უწევს შემოქმედებით, სპორტულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებებს.

ძირითადი მოვალეობები

  • ცენტრის ამოცანების შესრულების ორგანიზება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენა;
  • სტუდენტებისა და სტუდენტური ჯგუფებისთვის ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა;
  • სტუდენტების ინფორმირება ახალი პროექტების, დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ;
  • ცენტრის ან სტუდენტების ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების საორგანიზაციო ხელშეწყობა;
  • შემოქმედებითი საღამოების, ვიქტორინების, სპორტული შეჯიბრებების, სოციალური პროექტებისა და სხვა ღონისძიებებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ორგანიზაციებთან, სახელოვნებო და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: სტუდენტებთან ან სტუდენტურ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა

  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

საჭირო კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დარწმუნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
  • მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:

წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).

წერილის სათაურში მიუთითეთ: "სტუდენტური სერვისების ცენტრის მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.

დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).

მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.

თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა