9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

H3FFGDM7 გამოქვეყნდა 7 ოქტ 36 ნახვა

Novator Group

Novator Group

სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

Novator Group გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე

Novator Group აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება გაყიდვების სფეროში, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აინტერესებს პროფესიონალური სილამაზის ინდუსტრია.

Novator Group საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო პრემიუმ პროფესიონალურ ბრენდებს — Eugene Perma Professionnel, Mizutani Scissors, Velecta Paramount და Paraiso — და თანამშრომლობს სილამაზის სალონებთან და ინდუსტრიის პროფესიონალებთან.

რას გააკეთებ სტაჟირების პერიოდში? - გაეცნობი პროფესიონალური გაყიდვების სრულ პროცესს; - შეისწავლი Novator-ის ბრენდებსა და პროდუქტებს; - დაამყარებ კომუნიკაციას სილამაზის სალონებთან და პროფესიონალებთან; - ჩაერთვები ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიებაში; - მონაწილეობას მიიღებ შეხვედრებსა და პროდუქტის პრეზენტაციებში; - ისწავლი კლიენტის საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზებას; - ჩაერთვები არსებული კლიენტების განვითარებისა და გაყიდვების ზრდის პროცესში; - მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას B2B გაყიდვებში.

ვის ვეძებთ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც: - არის კომუნიკაბელური და მარტივად ამყარებს ურთიერთობას; - არის ენერგიული, აქტიური და ინიციატივიანი; - ორიენტირებულია შედეგზე; - აქვს სწავლისა და განვითარების სურვილი; - არ უშინდება ახალ ადამიანებთან კომუნიკაციასა და გაყიდვებს; - პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ საქმეს; - დაინტერესებულია გაყიდვებით, ბიზნესით ან სილამაზის ინდუსტრიით.

გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია შენი მოტივაცია, დამოკიდებულება და განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ? - პროფესიონალურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას; - საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას; - გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტექნიკების შესწავლას; - პროდუქტისა და პროფესიონალური beauty ინდუსტრიის მიმართულებით სწავლებას; - გამოცდილი გუნდის მხარდაჭერასა და მენტორობას; - რეალურ კლიენტებთან და ბიზნეს პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილებას; - წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში — Novator-ის გუნდში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას.

ანაზღაურება სტაჟირება ანაზღაურებადია — ანაზღაურება დამოკიდებულია გამომუშავებასა და მიღწეულ გაყიდვების შედეგებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება. შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა