9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

H57M3Z9E გამოქვეყნდა 5 ოქტ 40 ნახვა

მოლარე-ოპერატორი - დღის ცვლა - სრული განაკვეთი

სონო კრედიტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1800–2500 / თვეში +82% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,181 ₾ · 158 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე
დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარე-ოპერატორის (ოქროს და ტექნიკის ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია) პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
  • შესაძლებელია სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებაც;
  • შრომის ანაზღაურება: 1800-2500 ლარი;
  • დაზღვევა და ფიტპასი სურვილისამებრ;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტექნიკის ლომბარდი ოქროს ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • მომხმარებელთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
  • უზრუნველყოფის შეფასება;
  • ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
  • მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
  • სესხის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
  • ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები ვალუტაზე:

  • მოსული მომხმარებლისთვის დახვედრა და კარგი გარემოს შექმნა;
  • კომუნიკაცია მომხმარებელთან და შესაბამისი თანხის დაკონვერტირება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება;
  • კანონმდებლობის შესაბამისი იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცესების ჩატარება (საჭიროებისამებრ);
  • წესრიგის დაცვა და სამუშაო ოფისის მოვლა მოწესრიგება.

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია: ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან)//ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან)/, ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს), იმ აპლიკანტების ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.)რაიმე პროფესიიდან გამომდინარე;
  • გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.

მოთხოვნები: ენები - ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე)

პიროვნული თვისებები:

  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული;
  • პუნქტუალურობა;
  • საქმისადმი პატივისცემა;
  • მონდომებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია - CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე. თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დღის ცვლის სრული განაკვეთის მოლარე.

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

  • დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
  • დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
  • დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა