8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H5MVZPT4 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

მძღოლი-დისტრიბუტორი

ინტრაკო ნუტრიშენი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ინტრაკო ნუტრიშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე შინაური ცხოველების საკვების იმპორტიორ კომპანიას.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.intraco.ge

სამუშო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით

** დასვენება: კვირა

** სამუშაო საათები: 09:00-18:00

** სამუშაო ადგილი - ზემო თელეთი. ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე.

** ანაზღაურება: 2000-2500 ლარამდე, ბონუსების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა;

** პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებზე;

** წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებზე მიტანილი ტვირთის დაცლა, საჭიროების შემთხვევაში უკან ტრანსპორტირება;

** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

** მინიმალური განათლება: საშუალო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია, სასურველია C კატეგორია;

** მანქანის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;

პიროვნული მახასიათებლები: ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა, გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: ტრანსპორტირებას მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე:. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი-დისტრიბუტორი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ინტრაკო ნუტრიშენი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის