მოლარე-კონსულტანტი / ვაკე
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე,
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. მაღაზიები: "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა" და "ჟაკადი"
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის: Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ: ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):
საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით; დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას; კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას; კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას; სავაჭრო ობიექტების სრული ჩამონათვალი:
ქ. თბილისი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ. სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი" სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
აღმაშენებლის გამზ. 144 ვაჟა-ფშაველას 26. პეკინის გამზ. 25
ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/nCnoy გისურვებთ წარმატებას!