8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H9WAH0GR გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

პროექტების მენეჯერი

ჩივე საქართველო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1800–5000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ჩივე საქართველო" არის ქართული კომპანია, რომელიც ადგილობრივად აწარმოებს მეტალის შეკიდული ჭერის სისტემებს.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტების მენეჯერს, რომელსაც სურს გახდეს ქართული საწარმოს გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოს კომპანიის განვითარებაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილის რაიონი, ა. თვალჭრელიძის ქუჩის III შესახვევი, №4ა

მოვალეობები:

** ახალი კლიენტებისა და პროექტების მოძიება;

** გაყიდვების სრული პროცესის მართვა;

** პროექტების გაცნობა, ტექნიკური ინფორმაციის დამუშავება და საჭიროებების განსაზღვრა;

** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;

** კომერციული შეთავაზებებისა და ინვოისების მომზადება;

** პროექტების მართვა შეკვეთის მიღებიდან სამუშაოების სრულ დასრულებამდე;

** პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია კლიენტთან და სამონტაჟო ჯგუფთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;

** გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

** ბიზნესმოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გამოცდილება;

** პროექტების დაგეგმვის, მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;

** Microsoft Office-ის პროგრამების — Word, Excel და PowerPoint — კარგად ცოდნა;

** DWG ფორმატის ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;

** სამშენებლო კომპანიებთან ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** შედეგზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

** ერთდროულად რამდენიმე პროექტისა და ამოცანის მართვის უნარი;

** ინიციატივიანობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

** მენეჯერული უნარები;

** მოლაპარაკებების უნარი;

** პრობლემური სიტუაციის ეფექტური მართვა.

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

** მოწესრიგებული და კომფორტული სამუშაო გარემო;

** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

** ფიქსირებული ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

** მეგობრული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გუნდი.

ენები: ქართული, ინგლისური

ანაზღაურება: 1800-5000 ₾ - თვეში

https://chivegeorgia.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჩივე საქართველო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის