9746 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

H9XCBMV3 გამოქვეყნდა 22 ოქტ 11 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2500 / თვეში +60% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 204 განცხადება ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსმონავტების ქუჩა 21 (ელიავა) ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + კონკურენტული ბონუსი (თვეში 1500 ლარიდან 2500 ლარამდე, საშუალოდ 1700 ლარი)

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ტექნიკურ მახასიათებლებზე კონსულტაციის გაწევა
  • კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ (ადგილზე მიტანა, საგარანტიო, სათადარიგო ნაწილები)
  • ხელოსნებთან/დიზაინერებთან რეგულარული ინტერაქცია და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა
  • მარაგების პროგრამული და ვიზუალური მონიტორინგი და კონტროლი
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა
  • სასაწყობო პროცესების მართვა: საქონლის მიღება-დასაწყობება, შეკვეთების მომზადება და პროდუქციის დატვირთვა
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების პერიოდული გადამოწმება და განახლება
  • ფილიალის აღწერაში მონაწილეობის მიღება
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია გათბობა-გაგრილებისა ან/და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა
  • FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 08.11.2026

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა