8960 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HBWFNFWR გამოქვეყნდა 1 ოქტ 5 ნახვა

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

მიმტანი

წისქვილი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1500–2200 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მიმტანის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მცხეთა, წყნეთი. გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები ანაზღაურება: 1500-2200 ლარი

ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; - მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება; - მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია; - მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მირებული სტანდარტის შესაბამისად; - კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები: - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი; - შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

აუცილებელია კანდიდატი იყოს: - თავაზიანი; - ორგანიზებული; - სხარტი; - ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით; - ყურადღებიანი; - პასუხისმგებლიანი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტოთ ნომერზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
წისქვილი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა