უსაფრთხოების თანამშრომელი
საინვესტიციო კომპანია ურბანიკი და მის პროექტებში შემავალი ახალი სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი“ ეძებს კადრებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე! სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი - ურბანიკისგან“ მალე იხსნება და გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
- ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება;
- საეჭვო შემთხვევებისა და ინციდენტების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ნასამართლობის არქონა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ დასაქმებას ახალ სავაჭრო ცენტრში;
- დროულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე შეთანხმებას.
სამუშაო ადგილი: ვარკეთილი მოლი, თბილისი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით. შემოუერთდი ვარკეთილი მოლის გუნდს!