8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HDH1GX2Y გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

ევრო ბრენდი გარე განცხადება
რუსთავი სტაჟირება გაყიდვები
₾700–750 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.რუსთავი რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700-750 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.

** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: და მიუთითოთ პოზიცია: მაღაზიის "კონსულტანტი რუსთავი ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე (სამუშაო საათებში)

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევრო ბრენდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის