HVAC-ის ინჟინერი
კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას HVAC-ის ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ანაზღაურება: 2000-4000, გამოცდილების მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება;
** Plumbing და HVAC სისტემების პროექტირება;
** ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
** პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
** სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (AUTOCAD) ცოდნა;
** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.