8487 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HE3Z30B9 გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

არქიტექტორი

Cana Form გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Cana Form" აფართოებს ტექნიკურ გუნდს თბილისში მიმდინარე მაღალი კლასის სასტუმროს პროექტისთვის და ეძებს გამოცდილ არქიტექტორს, რომელსაც აქვს მოქმედ სამშენებლო ობიექტზე მუშაობის გამოცდილება და შეუძლია საპროექტო ჩანაფიქრისა და რეალურად შესრულებული სამუშაოების ერთმანეთთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ეს არის სრული განაკვეთის პოზიცია, რომელიც მოიცავს როგორც ობიექტზე, ასევე ოფისში მუშაობას. შერჩეული კანდიდატი სამუშაო დღის ნაწილს გაატარებს სამშენებლო ობიექტზე — მონიტორინგის, ანგარიშების მომზადებისა და კოორდინაციის მიზნით, ხოლო სამუშაოს მეორე ნაწილს შეასრულებს ოფისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო (ობიექტზე მუშაობა)

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ენები: ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (ზეპირი და წერილობითი) სავალდებულოა

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური დასწრება, სხვადასხვა სამუშაო მიმართულების პროგრესის მონიტორინგი და ზუსტი ყოველდღიური ანგარიშების მომზადება

** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან; შეუსაბამობებისა და ხარვეზების დროული გამოვლენა დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით

** სამშენებლო მენეჯმენტის გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია სამუშაოების თანმიმდევრობის, ობიექტზე არსებული პირობებისა და ტექნიკური საკითხების მიმართულებით

** სამშენებლო სამუშაოებისთვის მზადყოფნაში მყოფი ნახაზების მომზადება და განახლება AutoCAD-სა და ArchiCAD-ში, მენეჯმენტის გუნდთან კოორდინაციით და უშუალოდ შესრულებისთვის საჭირო ხარისხით

** ობიექტზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა და საპროექტო ჩანაფიქრის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და რეალურად შესრულებული სამუშაოების ერთმანეთთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ოფისში (სასტუმროსა და ჰოსპიტალითი პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)

** სამშენებლო პროცესების, ობიექტზე არსებული პრაქტიკული სიტუაციებისა და მშენებლობის მეთოდების კარგი ცოდნა

** AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა; Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** ქართული ენის თავისუფლად და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა

** ხარისხისა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება, დაკვირვებულობა და სამშენებლო ობიექტზე დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად მუშაობის უნარი

** კარგი საკოორდინაციო და საკომუნიკაციო უნარები სამშენებლო მენეჯმენტის გუნდთან ყოველდღიური მუშაობისთვის

რატომ Cana Form?

ჩვენ ვართ საერთაშორისო არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ტექნიკური მშენებლობის კომპანია, რომელიც მუშაობს სასტუმრო, მრავალფუნქციურ და საცხოვრებელ პროექტებზე.

თქვენ შეუერთდებით ტექნიკურად ორიენტირებულ გუნდს და იმუშავებთ თბილისში მიმდინარე მაღალი დონის სასტუმროს პროექტზე, სადაც პირველივე დღიდან გექნებათ რეალური პასუხისმგებლობა უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Cana Form
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის