7418 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HETZP120 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი

მიფასი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge

Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს.

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;

** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;

** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

** გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;

** სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი;

** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;

** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;

** ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** უფასო კორპორატიულ ნომერს;

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: -ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მიფასი

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა