დაცვის ოფიცერი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრის პატრულირება.
** პოტენციური უსაფრთხოების რისკებისა და ფაქტების გამოვლენა/აღმოფხვრა.
** სიტუაციების შეფასება, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების ეფექტურად მართვა.
** სასტუმროში წესრიგისა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.
** სტუმრების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
** კარების საკეტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
** საგანგებო სიტუაციებზე (ხანძარი, უსაფრთხოების ინციდენტები, სიცოცხლისა და ქონების საფრთხეები) სწრაფი და სათანადო რეაგირება.
** სასტუმროს პოლიტიკისა და სამოქალაქო კანონების დარღვევებზე რეაგირება უსაფრთხოების უფლებამოსილების ფარგლებში.
** სასტუმროს სტუმრების, თანამშრომლების, მფლობელებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** უსაფრთხოების ტელეფონისა და ცხელი ხაზის ზარების მიღება და პრიორიტეტების მიხედვით დროული რეაგირება.
** უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი და მართვა.
** შენობის სრული განლაგების, მათ შორის სახანძრო კუთხეებისა და ცეცხლმაქრობების ადგილმდებარეობის ცოდნა.
** უსაფრთხოების სისტემის კომპიუტერული შესწავლა და გამოყენება.
** ვიდეოსამეთვალყურეო მონიტორების დაკვირვება და საეჭვო აქტივობების შესახებ ზედამხედველის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) გაწევა.
** SALT-ის მიზნებისა და სტანდარტების მიღწევაში აქტიური ჩართულობა.
უნარები:
** ძლიერი დაკვირვებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
** სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** პრობლემების ანალიზისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიონალიზმი.
** სტუმრებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
** სტრესულ და საგანგებო სიტუაციებში მშვიდად მოქმედების უნარი.
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
** ანგარიშების, ინციდენტების რეპორტებისა და დოკუმენტაციის მომზადების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** 4/4 - 12 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ:. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.