ბრენდის წარმოების დამხმარე
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.askaneli.ge/
http://www.facebook.com/Askaneli1880
https://www.facebook.com/askaneli.garden/
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება:
** კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
** სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.
სანიტარია და ჰიგიენა:
** სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.
** საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.
შრომის უსაფრთხოება:
** შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება).
** გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კვების ან სასმელების (ღვინო, ალკოჰოლი) წარმოებაში (სავალდებულო არ არის).
უნარები:
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.
** გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.