გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HGCZ5GA7 გამოქვეყნდა 30 ოქტ 40 ნახვა

ესთეტიკური მედიცინის ექიმი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

მაღალი რეპუტაციის მქონე ქალის ჯანმრთელობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური მედიცინის ექიმის პოზიციაზე.

ჩვენს სამედიცინო ცენტრს ჰყავს ასობით ერთგული პაციენტი ქალი და აქვს მრავალწლიანი გამოცდილებით მოპოვებული ნდობა. ჩამოყალიბებული პაციენტთა ბაზა და მაღალი რეპუტაცია ქმნის პაციენტების სტაბილური ნაკადის საფუძველს.

ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტების უსაფრთხოება, პროცედურების მაღალი ხარისხი, ბუნებრივი ესთეტიკური შედეგები და თითოეული პაციენტის კმაყოფილება.

ვეძებთ კვალიფიციურ, გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ექიმს, რომელიც იზიარებს აღნიშნულ ღირებულებებს და დაინტერესებულია გრძელვადიანი პროფესიული თანამშრომლობით.

ძირითადი მოვალეობები

  • პაციენტების კონსულტაცია და ინდივიდუალური ესთეტიკური გეგმის შედგენა;
  • ბოტულინოთერაპიის, ფილერების, ბიორევიტალიზაციისა და სხვა ინექციური ესთეტიკური პროცედურების ჩატარება;
  • პროცედურების უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამედიცინო პროტოკოლების დაცვა;
  • პაციენტების შემდგომი მეთვალყურეობა (Follow-up);
  • პაციენტების კმაყოფილებაზე, მომსახურების ხარისხსა და გრძელვადიანი ნდობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი სამედიცინო განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია;
  • ინექციური ესთეტიკური პროცედურების ჩატარების დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება;
  • სახის ანატომიის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ბუნებრივი, ჰარმონიული ესთეტიკური შედეგების მიღწევის უნარი;
  • მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა და პაციენტებთან კომუნიკაციის გამორჩეული უნარები.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, რომლის ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
  • ჩამოყალიბებული, ლოიალური პაციენტთა ბაზა;
  • პაციენტების მოზიდვის მარკეტინგული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • პროფესიული განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ

  • CV — განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მითითებით;
  • ნამუშევრების პორტფოლიო — საკუთარი პრაქტიკიდან რეალური შედეგების ამსახველი ფოტოები ("მანამდე და შემდეგ");
  • თითოეული ნამუშევრის აღწერა — კონკრეტულად რომელი პროცედურა ჩატარდა და რა პრეპარატი იქნა გამოყენებული.
  • პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.
  • ფოტოები უნდა ასახავდეს რეალურ, დაუმუშავებელ შედეგებს.
  • პორტფოლიოში წარმოდგენილი ფოტომასალა შემოწმდება სპეციალური AI ინსტრუმენტების დახმარებით, ციფრული დამუშავებისა და ხელოვნურად გენერირებული გამოსახულებების შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

განაცხადების განხილვა კონფიდენციალურია. შერჩეულ კანდიდატებს სამუშაო ადგილისა და თანამშრომლობის დეტალური პირობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ გასაუბრების ეტაპზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა