დირექტორის ასისტენტი
შპს "ედვაიზორი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ფუნქცია-მოვალეობები:
- უცხოურ კომპანიებთან ყოველდღიური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- პარტნიორ კომპანიებთან მიმოწერის წარმოება და საჭირო ინფორმაციის დროული გაცვლა;
- უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და მოგვარება;
- დირექტორის დავალებების შესრულება და მიმდინარე საკითხების მართვა;
- სხვადასხვა პროცესის კონტროლი, ორგანიზება და საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებისა და კომუნიკაციების ორგანიზებაში დახმარება.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა — გამართულად, გრამატიკულად და სასაუბროდ;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა — გამართულად, გრამატიკულად და სასაუბროდ;
უნარ-ჩვევები:
- წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი, პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფად აზროვნებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.