8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HGKTFCJK გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

არქიტექტორი

აისინქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის მიზანია, უცხოური გამოცდილების და სტანდარტების დანერგვა საქართველოში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, საგრძნობლად გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.

პროექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს არქიტექტორის პოზიციაზე.

ჩვენი პროექტების ნახვას შეძლებთ კომპანიის ვებგვერდზე: https://www.isync.ge

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;

** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება დამკვეთისათვის გადასაცემად;

** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;

** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება.

** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;

** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;

** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;

** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** II, III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.

** ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;

** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ

** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.

** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.):. ან შეავსეთ შესაბამისი ფორმა ვებსაიტზე. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აისინქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის