დისტრიბუტორი
შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ? - წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს; - დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას; - სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის; - სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები: - ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა; - პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში; - ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; - მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები: - B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება; - თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - კარგი მათემატიკური უნარები; - ენერგიულობა და პუნქტუალურობა; - დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები: - ანაზღაურება: 1 200 ლარი; - სამუშაო ადგილი: თბილისი; - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.