უმცროსი იურისტი
შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს უმცროსი იურისტის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
შენი როლი "თინეთში":
- TNET-ისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების/პლატფორმების ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა ტიპის კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ანალიზი;
- ქართულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებული პროექტების იურიდიული მხარდაჭერა;
- ციფრულ პროდუქტებთან, e-commerce-სა და ტექნოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა;
- კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და პრევენციაში მონაწილეობა;
- პერსონალური მონაცემების დაცვასა და privacy/data protection საკითხებზე იურიდიული გუნდის მხარდაჭერა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივ ნაწილზე მუშაობა;
- სამართლებრივი კვლევის, დასკვნებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა ბიზნეს გუნდთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტებისა და პროექტების დანერგვის პროცესში.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
- გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
- გაქვს კორპორატიული/ბიზნეს სამართლის მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ფლობ ინგლისურ ენას B2/C1 დონეზე - წერილობით და ზეპირად;
- გაქვს ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- გაქვს ძლიერი ანალიტიკური და კვლევითი უნარები; რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
კიდევ უფრო საინტერესოა თუ:
გაქვს ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ან ინტერესი IT/Tech, E-commerce, Data Protection/GDPR, Intellectual Property და Digital Services მიმართულებებისადმი.
"თინეთში" დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.