8127 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HJHABEEK გამოქვეყნდა 26 აგვ 4 ნახვა

სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; ** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში/პორტალზე ასახვა; ** სასწავლო ცხრილებთან, სასწავლო კურსებთან, სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება; ** გამოცდების ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა; ** გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება; ** სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა; ** სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** კომპიუტერული პროგრამები - MS Office; ** ინგლისური ენა - B2+ დონეზე; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე (უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი; ** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა