ვულკანიზატორი
კომპანია „ელგრო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ვულკანიზატორის პოზიციაზე
„ელგრო მოტორსი“ არის სატვირთო და მსუბუქი საბურავების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საბურავებსა და მაღალხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელთან გრძელვადიანი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ფუნქცია-მოვალეობები
- საბურავების ვიზუალური შემოწმება და დიაგნოსტიკა;
- საბურავების მოხსნა და დამონტაჟება;
- საბურავების ბალანსირება და შეკეთება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!