9773 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KDA9TG2A გამოქვეყნდა 23 ოქტ 17 ნახვა

სამრეცხაოს ტექნიკოსი

Dreamland Oasis Chakvi გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

  • https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
  • https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
  • https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი: სამრეცხაოს მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამრეცხაოში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სარეცხი და საშრობი მანქანების, საუთოებელი დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის კონტროლი;
  • ტექნიკური გაუმართაობების დროული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და შესაძლებლობის ფარგლებში აღმოფხვრა;
  • დანადგარების ყოველდღიური მონიტორინგისა და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების განხორციელება;
  • ტექნიკის გეგმური და პრევენციული ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
  • სამრეცხაოში არსებული მილების, ფილტრების, სარქველებისა და სადრენაჟე სისტემების გაწმენდისა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • წყლის გადაქაჩვის ტუმბოების, ძრავებისა და შესაბამისი სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი;
  • შემომავალი და გამწოვი სავენტილაციო სისტემების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • წყლისა და ორთქლის მიწოდების სისტემების, მილებისა და შეერთებების მდგომარეობის კონტროლი;
  • ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების არარაციონალური ხარჯვის ან შესაძლო დანაკარგების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • ტექნიკური დაზიანებების მიზეზების დადგენა და განმეორებითი გაუმართაობის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • ტექნიკური სამუშაოების, გამოვლენილი ხარვეზებისა და შესრულებული შეკეთებების აღრიცხვა;
  • ტექნიკური პრობლემების შესახებ შესაბამისი ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამრეცხაოს თანამშრომლებთან კოორდინაცია ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და ტექნიკური აღჭურვილობის სათანადო მოვლის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების წესების, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შრომის შინაგანაწესის დაცვა.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.

შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამრეცხაოს ტექნიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება:

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ).

2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ).

5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.

6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.

7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.

8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა