გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HKSCNFW2 გამოქვეყნდა 5 ნოე 24 ნახვა

ულტრაბგერითი კვლევის რეგისტრატორი

ჰერა 2011

ჰერა 2011

ჰერა 2011 გარე განცხადება
₾1200 / თვეში −14% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,398 ₾ · 150 განცხადება ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

შ.პ.ს „ჰერა 2011“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის,ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის,ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს. კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - „აკრედიტაცია კანადა“-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. „ჰერა 2011“ - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით,ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან,უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება. შპს „ჰერა 2011“ აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი კვლევის რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1 გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს — მორიგეობით, შემოკლებული სამუშაო დღით. სამუშაო საათები: დაწყება 10:00 დასრულება 17:00 ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1200 ლარი;(გადასახადების დაქვითვამდე)

პოზიციის მიზანი: ულტრაბგერითი კვლევის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, კვლევის პასუხების სწორად აკრეფა, ფორმატირება, ბეჭდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • ექოსკოპისტის მიერ მოწოდებული კვლევის პასუხების აკრეფა და ბეჭდვა;
  • კვლევის შედეგების დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება;
  • კვლევის პასუხების სიზუსტისა და ფორმატირების უზრუნველყოფა;
  • მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით გადაცემა;
  • სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი და ზუსტი ბეჭდვის უნარი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ,ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ,გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით,თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს „ჰერა 2011“-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დიასახლისი

ახალი
დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია მიმართე აქ
₾900 −26% ჩვეულებრივთან შედარებით 4 ნოე

ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდა

ახალი
ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
5 ნოე

დღის ექთანი / პოსტოპერაციული სამსახური

ახალი
ჟორდანიას კლინიკა თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია გარე განცხადება
₾1200 5 ნოე

დიალიზის განყოფილების ექთანი

ახალი
ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია მიმართე აქ
5 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა