ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27
ფუნქცია-მოვალეობები: - შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა. - უზრუნველყოს დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება უსაფრთოების წესებისა და ნორმატივების დაცვით, უზრუნველყოს მოძრაობის წესების დაცვა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება. - უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი დავალებების შესრულება; - უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად პროდუქციის დახარისხება სხვა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, პროდუქციის შეგროვება და საწყობში გადატანა;
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა; - შრომისმოყვარეობა; - ენერგიულობა; - კომუნიკაბელურობა; - გუნდურად მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ხელფასი 2500 - ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.