საწარმოს მთავარი ბუღალტერი
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია-მოვალეობა
- საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი;
- წარმოების პროცესების ბუღალტრული აღრიცხვა, ნედლეულის ხარჯვისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
- პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულების აღრიცხვა და კალკულაციების სისწორის კონტროლი;
- ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციისა და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ინვენტარიზაციის ორგანიზება და უშუალოდ ჩატარება, ფაქტობრივი და სააღრიცხვო ნაშთების შედარება, სხვაობების გამოვლენა და შედეგების ასახვა აღრიცხვაში;
- საწარმოო დანაკარგებისა და ჩამოწერების აღრიცხვა და კონტროლი;
- მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- საწარმოს ბუღალტრული მონაცემებისა და ანგარიშგების სისწორის უზრუნველყოფა;
- ფინანსურ დეპარტამენტთან და საწარმოს ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მთავარ ბუღალტრად (უპირატესობად ჩაითვლება: კვების მრეწველობაში ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება)
- საწარმოო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — სავალდებულო;
- საწარმოო აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციის საფუძვლიანი ცოდნა;
- ინვენტარიზაციის ჩატარებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- 1C საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: საწარმოს მთავარი ბუღალტერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.