9,008 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HN57C812 გამოქვეყნდა 23 სექ 7 ნახვა

დეკა დეველოპმენტ

დეკა დეველოპმენტ

იურისტი

დეკა დეველოპმენტ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

„დეკა დეველოპმენტი“ ჯი თი სი ჯგუფის შვილობილი კომპანია რომელიც დაარსდა 2019 წელს, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 თანამდებობის დასახელება: იურისტი სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: 2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო, ადმინისტრაციულ, მარეგისტრირებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად; - დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დამუშავება და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება; - დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა — ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და იურიდიული შეფასება; - დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; - კომპანიის სახელით მომზადებული/წარდგენილი დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული დასკვნების მომზადება; - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წერილების, განცხადებების, მოთხოვნების, პასუხებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის კორესპონდენციის მომზადება; - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; - ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და სისრულის კონტროლი; - ჯგუფში შემავალი კომპანიების იურიდიული დოკუმენტაციის ადმინისტრირება, სისტემატიზაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება; - ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობების, გადაწყვეტილებების, ოქმებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა და ელექტრონული და/ან ფიზიკური არქივის წარმოება; - ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მოქმედების ვადების, განახლების/შეწყვეტის თარიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი ვადების კონტროლი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება; - იურიდიული დოკუმენტების შეთანხმებისა და ხელმოწერის პროცესის ადმინისტრირება და პროცესის დასრულებამდე მათი სტატუსების კონტროლი; - კონტრაგენტებისგან მიღებული იურიდიული და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი აქტუალობის კონტროლი; - იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ინფორმაციის მომზადება ხელშეკრულებების, იურიდიული დოკუმენტების, მნიშვნელოვანი ვადებისა და მიმდინარე საკითხების სტატუსის შესახებ; - იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება პოზიციის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დეველოპმენტის, რეესტრში ან მერიაში მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს) ; - საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგი ცოდნა; - ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის გამოცდილება; - იურიდიული დოკუმენტაციის წარმოების, აღრიცხვისა და ადმინისტრირების გამოცდილება; - სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და მარეგისტრირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება; - სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების უნარი; - სამუშაოს ორგანიზებისა და განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი; - რამდენიმე მიმდინარე საკითხის პარალელურად მართვის უნარი; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.dekadevelopment.ge

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: https://dekamanagementcompany.selfrecruit.ge/s/tLGjJ

გისურვებთ წარმატებებს

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დეკა დეველოპმენტ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა