ტექნიკური სპეციალისტი / ტექნიკოსი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, დეზინფექციისა და მავნებლების კონტროლის (Pest Control) მომსახურების მქონე კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტების სრულყოფილი ინსპექტირება მავნებლების არსებობისა და რისკის ზონების დასადგენად; - მავნებლებთან ბრძოლის ინდივიდუალური გეგმების შემუშავება კლიენტის საჭიროებების მიხედვით; - მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებების უსაფრთხოდ და ეფექტუად გამოყენება, მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის მითითებების დაცვით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; - მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მავნებლების პრევენციისა და უსაფრთხოების შესახებ მომსახურების ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოება მობილური მოწყობილობებით ან ბეჭდური ფორმით; - სერვის მანქანისა და სამუშაო ინსტრუმენტების ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა; - უსაფრთხოების პროტოკოლებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა; - კლიენტებისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტით კონსულტაციის გაწევა; - დამატებითი სერვისების საჭიროების იდენტიფიცირება და გაყიდვების მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- Pest Control მიმართულების კომპანიაში ტექნიკოსად / ტექნიკურ სპეციალისტად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება; - უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ცოდნა - სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა
ძირითადი სარგებლები:
- კომპანიის ავტომობილი და საწვავის ლიმიტი (სამსახურებრივი გამოყენებისთვის) - სამედიცინო დაზღვევა - სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.