8851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HNBD22BC გამოქვეყნდა 28 სექ 23 ნახვა

ნესტლე

ნესტლე

ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით

ნესტლე გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ოქტ

შპს "ნესტლე საქართველო" დამწყებ სპეციალისტებს გიწვევთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და მიიღოთ მონაწილეობა შესყიდვების მიმართულებით ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში!

"ნესტლე" არის მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის მისიაა ცხოვრების ხარისხის გაზრდა და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ჩვენს მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ, რომელიც არამხოლოდ ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებასაც აუმჯობესებს. ნესტლეს პროდუქტების პორტფელი მოიცავს ორი ათასზე მეტ ბრენდს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. ჩვენი ისტორია 150 წელზე მეტი ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ვევეიში დაიწყო და დღემდე ვაგრძელებთ ინოვაციების და ხარისხის გზას.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა

  • შესყიდვების ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
  • ანგარიშგების პროცესის მხარდაჭერა;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები

  • სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან იურიდიულ სფეროში;
  • განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგ ცოდნას;
  • პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კვების დანამატს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დანამატს;
  • სრულ სამუშაო დღეს, რაც საშუალებას მოგცემთ, სრულად ჩაერთო პროცესში;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას;
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში, სადაც თქვენი იდეები და ინიციატივები დაფასებული იქნება.

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტის მისამართზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12/10/2026. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გახდით ნესტლეს გუნდის ნაწილი, სადაც თითოეული გუნდის წევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში.

ველით თქვენს განაცხადს!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს კომპანია "ნესტლეს" ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს) შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნესტლე
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა