9,510 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HP1ZVZ4M გამოქვეყნდა 14 სექ 5 ნახვა

Digital TV

Digital TV

ცხელი ხაზის უნივერსალური ოპერატორი

Digital TV გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია შემომავალი ზარების მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება აქციების შესახებ
  • სატელეფონო შეკვეთების მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა, საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
  • მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
  • კომპანიის სერვისების შესახებ ზედმიწევნით კარგი ცოდნა
  • საჭიროების შემთხვევაში სერვის ცენტრის მოლარე-ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება თბილისის სერვის-ცენტრიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
  • უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარ- ჩვევები:

  • გამართული მეტყველების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

გრაფიკი: დისტანციურად კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 ოქტომბერი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლ-ცენტრის უნივერსალური ოპერატორი".

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Digital TV
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა