9,150 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HPDY8X4A გამოქვეყნდა 24 სექ 9 ნახვა

ტექნოკრედიტი

ტექნოკრედიტი

პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი

ტექნოკრედიტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾900 / თვეში ბოლო ვადა: 21 ოქტ

კომპანია "ტექნო კრედიტ პლიუსი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. "ტექნო კრედიტ პლიუსი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

პოზიციის დასახელება: პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე სისტემა

კომპანიის ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება წინასწარ გაწერილი სტანდარტის შესაბამისად.
  • მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და ინფორმაციის მიწოდება.
  • ვადაგადაცილებული პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.
  • მომხმარებლებთან მიღწეული შეთანხმების პროგრამული ასახვა.
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ.
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

  • აკადემიური განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტექნოკრედიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა