8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HPQEP24H გამოქვეყნდა 3 სექ 2 ნახვა

Performance Marketing მენეჯერი

de Medici Consulting გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾2120 / თვეში ბოლო ვადა:

"de Medici Consulting" აცხადებს ვაკანსიას Performance Marketing მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 2 120 ₾-დან (Net) + მაღალი კვარტალური ბონუსები KPI-ის შედეგების მიხედვით

de Medici Consulting არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს.

de Medici Consulting ეძებს Performance Marketing Manager-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოზიდვაზე, კომპანიის სერვისების ცნობადობის ზრდასა და ციფრული რეკლამის საშუალებით გაზომვადი ბიზნეს-შედეგების მიღწევაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სარეკლამო კამპანიების გაშვება და მართვა, არამედ მომხმარებლის სრული გზის გააზრება: ბრენდთან პირველი შეხებიდან განაცხადისა და საბოლოო გაყიდვის მიღებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** Performance Marketing სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია Meta Ads-ში (Facebook & Instagram) და Google Ads-ში;

** მიზნობრივი აუდიტორიის, ხარისხიანი ლიდებისა და პოტენციური კლიენტების მოზიდვა;

** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანი მართვა;

** სარეკლამო Funnel-ის შექმნა და ოპტიმიზაცია: რეკლამა → ვებგვერდი/Landing Page → განაცხადი → კლიენტი;

** კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით: CPL, CPA, CPC, CTR, Conversion Rate, ROAS;

** ანალიტიკური ინსტრუმენტების გამართვა და კონტროლი: Google Analytics 4, Google Tag Manager, Meta Pixel და სხვა;

** აუდიტორიების, კრეატივების, შეთავაზებებისა და Landing Page-ების A/B ტესტირება;

** ვებგვერდზე მომხმარებლის ქცევის ანალიზი და კონვერსიის ზრდაზე მუშაობა;

** კლიენტების მოზიდვის ახალი არხებისა და სარეკლამო შესაძლებლობების მოძიება და ტესტირება;

** Content Creator-თან კოორდინაცია და სარეკლამო ვიდეოების, ბანერებისა და სხვა ** კრეატივებისთვის დავალებების მომზადება;

** სარეკლამო კამპანიებისა და ბიუჯეტის შედეგების რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;

** მკაფიო ბიზნეს-ანალიტიკის მომზადება და მარკეტინგული აქტივობების რეალურ ბიზნეს-შედეგებთან დაკავშირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Performance Marketing-ში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;

** Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** Digital Analytics-ისა და სარეკლამო Funnel-ების მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა;

** მონაცემებთან მუშაობისა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** Lead Generation-ისა და კლიენტის მოზიდვის ღირებულების ოპტიმიზაციის გამოცდილება;

** სარეკლამო ბიუჯეტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;

** ორიენტაცია რეალურ ბიზნეს-შედეგზე და არა მხოლოდ ნახვებზე, კლიკებსა და Reach-ზე;

** ინიციატივა და ახალი ჰიპოთეზების, აუდიტორიებისა და სარეკლამო არხების ტესტირების სურვილი.

პოზიციის მთავარი მიზანი:

** ახალი პოტენციური კლიენტების სისტემური მოზიდვა და კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტის გაზომვად ბიზნეს-შედეგად გარდაქმნა.

** ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია უპასუხოს არა მხოლოდ კითხვას "რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა?", არამედ, პირველ რიგში "რამდენი კლიენტი და რა ბიზნეს-შედეგი მოუტანა რეკლამამ კომპანიას?"

ჩვენ გთავაზობთ

** 2 120 ₾ (Net) საწყის ფიქსირებულ ანაზღაურებას;

** მაღალ კვარტალურ ბონუსებს KPI-ის შედეგების მიხედვით;

** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას სხვადასხვა ინდუსტრიაში;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** პროფესიულ თავისუფლებასა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;

** თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს;

** სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიის გაფართოებასთან ერთად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო ან შესრულებული პროექტების მაგალითები ელ. ფოსტაზე:

ელ. ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "Performance Marketing Manager".

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
de Medici Consulting
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის