8636 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HR57H0TD გამოქვეყნდა 1 ოქტ 7 ნახვა

პანექსი

პანექსი

დამგეგმავი-ოპერატორი

პანექსი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1400 / თვეში ბოლო ვადა: 29 ოქტ

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას დამგეგმავი-ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეულის მონიტორინგი და აღრიცხვა; - გამოყენებული ნედლეულის მიხედვით წარმოების ოპერაციების აღრიცხვა; - შესრულებული სამუშაოების ანალიზი; - მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება; - ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდული ინვენტარიზაცია; - საწყობიდან პროდუქციის გაცემის პროცესის კონტროლი და კლიენტებზე გადაცემული პროდუქციის აღრიცხვა; - აღრიცხვა-კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; - ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - Microsoft Excel-ის ცოდნა - ანგარიშგებების მომზადების, წაკითხვის და ანალიზის ტექნიკების ცოდნა; - სასურველია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი; - შრომისმოყვარეობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია: - ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები). - კორპ.დაზღვევა - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ - სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების აღრიცხვის სპეციალისტი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პანექსი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა