8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HS84FVYN გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

პრომოუტერი

ERC გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾800 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/

შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: 10:00-19:00

** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება

** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა

** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი

** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება

** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების წესის შესახებ კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.

** კომუნიკაბელურობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -პრომოუტერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ERC
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის