8641 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HSW93N9X გამოქვეყნდა 27 აგვ 24 ნახვა

Linkly

Linkly

ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი

Linkly გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შეუერთდი ჩვენს წარმატებულ გუნდს!

Linkly გიწვევთ შეუერთდეთ ჩვენს მზარდ და საერთაშორისო გუნდს ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

თუ ხართ გაყიდვების ენთუზიასტი, ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ მაღალშემოსავლიანი კარიერული წინსვლისთვის, „ლუმიქს გრუპი“ გთავაზობთ გარემოს, სადაც თქვენი შრომა და მიღწევები სათანადოდ იქნება დაფასებული. ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაციაში თავდაჯერებულ ტალანტებს, რომლებიც მზად არიან მიიღონ ფინანსური და პროფესიული გამოწვევები.

რას გააკეთებთ ჩვენთან? (ძირითადი ფუნქციები) - საერთაშორისო კომუნიკაცია: კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება და მართვა (ელ. ფოსტა, ტელეფონი) ძირითადად ინგლისურ ენაზე, ბიზნესის გაფართოების მიზნით. - ბიზნესის განვითარება: ახალი კლიენტების მოზიდვა და გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება არსებულ კლიენტებთან. - გაყიდვების ექსპერტიზა: ძლიერი სამოტივაციო და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარების გამოყენება გაყიდვების მაღალი შედეგების მისაღწევად.

მოთხოვნები (თუ გაქვთ ეს თვისებები, გელოდებით!): - ინგლისური ენა: თავისუფლად საუბრის უნარი (მინიმუმ B2 დონე). - კომუნიკაცია: გამართული და თავდაჯერებული ზეპირი კომუნიკაციის უნარები. - პროფესიონალიზმი: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია. - მოტივაცია: სტრესის ტოლერანტობა და მიზანდასახულობა გაყიდვების გეგმის შესრულებაში. - უპირატესობა: გამოცდილება გაყიდვების/ტელემარკეტინგის/მომსახურების სფეროში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოვამზადოთ დამწყებები

ჩვენ გთავაზობთ (შესაძლებლობები და უპირატესობები): - ფინანსური სტიმული: ფიქსირებული ანაზღაურება 800 USD-დან+ შეუზღუდავი ბონუსების სისტემა! ჩვენთან თქვენი შემოსავალი პირდაპირ თქვენს ეფექტურობაზეა დამოკიდებული. - ბონუსების მაღალი პოტენციალი! - სამუშაო გრაფიკი: კომფორტული ცვლა: 12:00 – 21:00 - ზრუნვა თანამშრომლებზე: 45-წუთიანი ლანჩის შესვენება, უფასო ყავა, ჩაი და წასახემსებლები ოფისში. - კარიერა: ანაზღაურებადი, მაღალი დონის გაყიდვების ტრენინგები საუკეთესო ექსპერტებისგან, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. - გარემო: მეგობრული, დამხმარე გუნდური კულტურა და ულტრათანამედროვე საოფისე გარემო ქალაქის ცენტრში. - ივენთები: კორპორატიული საღამოები და ჯგუფური გასართობი აქტივობები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Linkly
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის