Manual QA ინჟინერი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი“ აცხადებს ვაკანსიას Manual QA Engineer პოზიციაზე
ვაკანსია განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომელთაც აქვთ პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური (Manual) ტესტირების გამოცდილება. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება Odoo ERP სისტემის მოდულების ფუნქციურ ტესტირებაში, ბიზნეს-პროცესების გამართულობის შემოწმებასა და ხარისხის უზრუნველყოფაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები: - Odoo ERP მოდულების ფუნქციური და ბიზნეს-ლოგიკის ტესტირება; - დეტალური ტესტ-ქეისების (Test Cases), ჩექლისტებისა და ტესტ-სცენარების მომზადება და მანუალური შესრულება; - ხარვეზების (Bugs) აღმოჩენა, დეტალური ბაგ-რეპორტების მომზადება (Jira-ში) და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა; - ინტეგრაციების შემოწმება და რეგრესული ტესტირება (Regression Testing) ახალი რილიზების წინ; - მონაცემთა ბაზის დონეზე ჩანაწერების გადამოწმება (PostgreSQL); - ბიზნეს-ანალიტიკოსებთან და დეველოპერებთან აქტიური კომუნიკაცია მოთხოვნების დაზუსტების მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები (Hard Skills) - პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირების (Manual QA) მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და MIN 2 წლიანი გამოცდილება; - ERP/CRM სისტემებთან (სასურველია Odoo) მუშაობის ან ტესტირების გამოცდილება; - ტესტ-დოკუმენტაციის (Test Cases, Checklists, Acceptance Criteria) პროფესიონალურად შექმნის უნარი; - PostgreSQL / SQL მოთხოვნების (Queries) წერის საბაზისო ცოდნა (მონაცემების გადასამოწმებლად); - Browser DevTools-ის (Console, Network) გამოყენების უნარი; - Agile/Scrum გარემოში და Jira / Confluence-თან მუშაობის გამოცდილება;
სასურველი კვალიფიკაცია (უპირატესობა): - ფინანსურ ან საბანკო/მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება; - API ტესტირების საბაზისო გამოცდილება (Postman, Swagger); - ტესტირების ავტომატიზაციის ხელსაწყოების საბაზისო ცოდნა/გამოცდილება;
პიროვნული თვისებები (Soft Skills): - მაღალი დეტალიზაცია და ბიზნეს-პროცესების სწრაფად ათვისების უნარი; - ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების მიზეზ-შედეგობრივი გააზრება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები: გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი, 10:00 – 18:30) ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/lvCu2 ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV).
წისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.