შესყიდვების მენეჯერი
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა: - მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა; - მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება; - ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; - საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა; - ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება; - სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა; - შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
მოთხოვნები: - შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა; - Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები; - მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება და პირობები: - კონკურენტული ანაზღაურება; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: „შესყიდვების მენეჯერი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.